დუბროვინი ნიკოლოზ თედორეს ძე [26. XI (8.XII). 1837, სოფ. კორიტოვო, ახლანდ. ფსკოვის ოლქის ველიკიე-ლუკის რ-ნი, – 12 (25). VI. 1904, პეტერბურგი], რუსი სამხედრო ისტორიკოსი. პეტერბ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1890), არტილერიის გენერალი (1893).
1882-იდან მთ. შტაბთან არსებულ სამხ.-სამეცნ. კომიტეტის წევრი. ოფიციალური ისტორიოგრაფიის თვალსაჩინო წარმომადგენელი. ცდილობდა გაემართლებინა ცარიზმის კოლონ. პოლიტიკა. 1869 წ. 4 თვით მივლინებული იყო თბილისში. ავტორია ექვსტომიანი ნაშრომისა „კავკასიაში რუსების ომისა და მფლობელობის ისტორია", რ-იც კავკასიაში რუსეთის გაბატონებას ეხება და შეიცავს მნიშვნელოვან მასალას კავკასიის, კერძოდ საქართველოს საშინაო ვითარების შესახებ.
სპეც. ნარკვევები მიუძღვნა საქართვ. და ამიერკავკ. საკითხებს XVIII– XIX სს. მიჯნაზე. დ-ს ეკუთვნის გამოკვლევები რუს. 1812 სამამულო ომის შესახებ, სადაც გაშუქებულია პ. ბაგრატიონის მოღვაწეობაც.
თხზ.: Закавказье от 1803 г. по 1806 год, СПб., 1866; История войны и владычества русских на Кавказе, т. 1–6, СПб., 1871–88; Георгий XII, последний царь Грузии и присоединение ея к России, СПб., 1897.