კრაბე ნიკოლოზ კარლის ძე (20. VIII. 1814, ბოლნისი, – 3. I. 1876, სანქტ-პეტერბურგი), რუსეთის იმპერიის არმიის კონტრ-ადმირალი (1856), ვიცე-ადმირალი (1860), ფლოტის ადმირალი (1869). ყირიმის ომის (1853–56) მონაწილე, შავი ზღვის ესკადრის შტაბისა (1850–53) და საზღვაო სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი (1856), საქმეთა მმართველი (1860–76), სახელმწ. საბჭოს წევრი (1860-იდან). მისი სახელი ეწოდა კუნძულსა და მთას იაპონიის ზღვაში.
ლ. დოლიძე