კრასუსის ლაშქრობა იბერიაში

კრასუსის ლაშქრობა იბერიაში, რომაელთა ლაშქრობა იბერიაში ძვ. წ. 36, პუბლიუს კანიდიუს კრასუსის (რომის აღმ. პროვინციების გამგებელი), სარდლობით. კრასუსი შეიჭრა იბერიაში, დაამარცხა ამ ქვეყნის მეფე ფარნავაზ II, მოკავშირედ გაიხადა იგი და თავს დაესხა ალბანეთს. მოკავშირეებმა დაამარცხეს ალბანეთის მეფე ზობერი. კ. ლ. ი-სა და ალბანეთში წინ უსწრებდა რომაელთა ომს პართიის წინააღმდეგ და მიზნად ისახავდა ზურგის წინასწარ გამაგრებას. კრასუსის ლაშქრობათა შედეგად კონტროლიდან თითქმის გასულმა სამხრ. კავკასიის ქვეყნებმა კვლავ აღიარეს რომის უზენაესობა.

წყარო: დიონ კასიოსის ცნობები საქართველოს შესახებ, ნ. ლომოურის გამოც., თბ., 1966.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; ქართული დიპლომატიური ლექსიკონი, ტ. 1, თბ., 1997.