კრაწაშვილი ზაქარია (ზაქრო) იოსების ძე (17. XII.1918, სიღნაღი, – 31. VIII. 1999, თბილისი), მოქანდაკე. საქართვ. დამს. მხატვარი (1980). 1937–42 სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკ-ტზე. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1949-იდან. ძირითადი ნამუშევრები „ვერიკო ანჯაფარიძე“ (1951); „მშენებელი ქალი“ (1959); „ევროპის ჩემპიონი ელენე გოკიელი“ (1960); „სანდრო შანშიაშვილი“ (1961, ბიუსტი); „ავლიპ ზურაბაშვილი“ (1960); „სიმონ ყაუხჩიშვილი“ (1970, ბიუსტი, მარმარილო); მ. გორკის ძეგლი ფასანაურში (1981, ბრინჯაო); „გარდაქმნა“, „თავისუფლება“, „თეთრი ზოლი“, „სამყარო“, „ბედნიერი“, „მზისაკენ“ (1990–98; ყველა ნამუშევარი შესრულებულია ხეზე) და სხვ. 1950-იდან პედაგოგად მუშაობდა პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში (ამჟამად მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნ. სასახლე). იყო საქართვ. დამს. პედაგოგი (1970). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).