კრიტიკა (ბერძნ. kritikē – გარჩევის, მსჯელობის ხელოვნება), 1. რაიმეს გარჩევა (ანალიზი) შეფასების მიზნით. 2. უარყოფითი მსჯელობა რაიმეზე, ნაკლის მითითება. მეცნიერული კ. თავისი ობიექტის მიხედვით შედის სხვადასხვა სამეცნ. დისციპლინის შემადგენლობაში: ლიტერატურული კ. ლიტერატურათმცოდნეობის ერთ-ერთი ნაწილია, მხატვრული კ. – ხელოვნებათმცოდნეობისა, თეატრალური კ. – თეატრმცოდნეობისა და ა. შ.