კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი, დაარსდა 1991 და კატასტროფათა მედიცინის საქართველოს საერთაშორისო ცენტრი ეწოდა. დღევანდელი სტატუსი მიენიჭა 1994. ინ-ტის დამფუძნებელი და დირექტორია საქართვ. მედიცინის მეცნ. აკად. და საქართვ. კატასტროფათა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედ. ასოციაციის პრეზიდენტი ზ. ხელაძე.

ინ-ტის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: კლინიკური მედიცინა, მეცნიერული კვლევა, კადრების მომზადება და საგამომცემლო საქმიანობა.

ინ-ტის კლინიკური საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა მკურნალობას. ამ თვალსაზრისით ინ-ტში დანერგილია სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდი, მ. შ. სასიცოცხლო ფუნქციათა მართვის დისტანციური სისტემები, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის არაინვაზიური და ინვაზიური მეთოდები, სისხლის მიმოქცევის მართვის ინტრა- და ექსტრაკორპორული ტექნოლოგიები, პროგენიტური პრეკურსორების კომიტერების საშუალებები, იმუნოსორბცია და სხვ.

ინ-ტში მიმდინარე სამეცნ. კვლევების სხვა მიმართულებები მოიცავს პროგენიტური პრეკურსორების კომიტერების პროცესების მართვას, რისთვისაც კრიტიკულ ავადმყოფთა ძვლის ტვინს ამუშავებენ ელქტროდენით, პლაზმური სხივებით, ადრენალინის ან ნიტროგლიცერინის ინფუზიით.

სხვადასხვა დროს, კრიტიკულ ავადმყოფთა მკურნალობის პროცესში შეისწავლეს ნანოტექნოლოგიური ოქსიდანტების, სურფაქტანტის, ინტერლეიკინ-2-ისა და სხვ. პრეპარატების ეფექტურობა. მიმდინარეობს მუშაობა კრიტ. მედიცინის ექიმის ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად, რათა მისი მეშვეობით მოხერხდეს კრიტიკულ ავადმყოფთა მკურნალობის განსაკუთრებით მძიმე, შრომატევადი და ფსიქიკურად დამთრგუნველი სამუშაოების შესრულება.

ზ. ხელაძე