„კრონოსის სარკე“, ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი. ახალგაზრდა სიმბოლისტი პოეტების გამოცემა. გამოდიოდა 1919 თბილისში (№1 – ოქტ., №2 – ნოემბ.). გამომცემელი – სარედაქციო კოლეგია. დაბეჭდილია ტ. გრანელის (წალენჯიხელის), ა. კორინთელის, ა. ყანჩელის, ა. ბერიკაშვილის, დ. შენგელაიას ლექსები და მინიატიურები; ვ. გაფრინდაშვილის „დაისები“ და ჟურნ. „ხელოვნების“ განხილვა.
ი. ლორთქიფანიძე