კრუტკოვი იური ალექსანდრეს ძე

კრუტკოვი იური ალექსანდრეს ძე (19.V.1890, სანქტ-პეტერბურგი, – 12. IX. 1952, იქვე), ფიზიკოსი, სსრკ მეცნ. აკად. წ.-კორ. (1933), პროფესორი (1921), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1934). 1918-იდან სათავეში ჩაუდგა რუსეთში თეორიული ფიზიკის განვითარებას. დააარსა რენტგენოლოგიური და რადიოლოგიური ინ-ტი. 1922 აირჩიეს რუსეთის ფიზ.-ქიმ საზ-ბის ფიზიკის განყ-ბის თავ-რედ. როკფელერის ფონდის სტიპენდიით 1922 გაემგზავრა სტაჟირებაზე გერმანიასა და ჰოლანდიაში, სადაც სამეცნ. კავშირები დაამყარა ა. აინშტაინთან, გ. ა. ლორენცთან, პ. დებაისთან და სხვ. მეცნიერებთან. კ-მა გადამწყვეტი წვლილი შეიტანა აინშტაინისთვის ფრიდმანის შედეგების განმარტებასა და ამ შედეგების აღიარებაში. 1930- იდან ხელმძღვანელობდა თეორიული მექანიკის კათედრას სამხ.-მექანიკურ ინ-ტში, მუშაობდა სსრკ მეცნ. აკად. ლებედევის სახ. ფიზიკის ინ-ტის (ФИАН) თეორიული ფიზიკის განყ-ბაში. 1946–47 ახლად დაარსებულ სოხუმის ფიზ.- ტექ. ინ-ტში იკვლევდა ატომბირთვული ფიზიკის საკითხებს გერმანელ სპეციალისტებთან ერთად (გ. ჰერცი, მ. ფ. არდენე და სხვ.).

კ-ის სამეცნ. შრომები ეძღვნება კვანტური თეორიის, სტატისტიკური მექანიკის, მყარი სხეულის დრეკადობის საკითხებს. გერმანელ მეცნიერებთან ხ. ბარვიხთან და გ. ჰერცთან ერთად 1951 მიენიჭა სტალინური პრემია ურანის იზოტოპების გაყოფის, აირდიფუზიური კასკადების მდგრადობისა და დინამიკის შესწავლისთვის, მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.