კრწანისის ვაკე

კრწანისის ვაკე, ვაკე თბილისის სამხრ. ნაწილში. მდებარეობს თელეთისა და თაბორის ქედებს შორის არსებულ სინკლინურ ჩადაბლებაში. ვაკეს სამკუთხედის მოყვანილობა აქვს და ფუძით მიმართულია მტკვრისკენ. სიმაღლე ზ.დ. 380–425 მ, სიგრძე დაახლ. 2,5 კმ, სიგანე – 1 კმ. აგებულია მეოთხეული ფხვიერი დანალექებით. კვეთს მდ. კრწანისისხევი. ძველთაგანვე ათვისებული იყო სას.-სამ. კულტურებისათვის.