კუდარო

კუდარო, მცირე ქვეყანა ჯეჯორის ხეობის ზემო წელში. კ. ჩრდ-ით და ჩრდ.-აღმ-ით კავკასიონის მთავარ ქედს ებჯინება, აღმ-ით მას ლიხის ქედი ესაზღვრება, სამხრ-ით – რაჭის ქედი. ჯეჯორის ზემო წელის გარდა კ-ში შედიოდა ყვირილის სათავე – წონის ტბა და მისი მიდამოები. რაჭიდან კ-ს ძირითადად უღვირის ქედი გამოყოფდა. სახელწოდება კ. დადასტურებულია პირველად სორის ოთხთავის ერთ მინაწერშია, რ-იც XVI ს-ით თარიღდება. კ-ს ტერიტორია ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითის ხანაში ჩანს დასახლებული. შემორჩენილია X ს. II ნახ-ის ოთხი ეკლესიის ნანგრევები, რაც იმას მოწმობს, რომ ამ პერიოდში იგი მჭიდროდ იყო დასახლებული. შუაფეოდალურ ხანაში და ადრეც კ-ში ქართველები ცხოვრობდნენ. მოგვიანებით მისი ტერიტორია თანდათანობით ოსებმა დაიკავეს. გვიანფეოდ. ხანაში კ. ძირითადად იმერეთის სამეფოს საზღვრებში შედიოდა, თუმცა ქართლის სამეფოც აცხადებდა ამ ტერიტორიაზე პრეტენზიას და პერიოდულად მისი კუთვნილება ხდებოდა. 1810, იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, -მ იმერეთის სხვა ნაწილებთან ერთად რუსეთის მთავრობის ერთგულების ფიცი მიიღო. დღეს ისტორიული კ-ს ტერიტორია ჯავის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

ლიტ.: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ.4, თბ., 1973.

თ. ბერაძე