კუდაროს ქედი, გორმაღალის ქედი, კავკასიონის სამხრ. განშტოება. მდებარეობს ჯავის მუნიციპალიტეტში. მდინარეების – ქვედრულისა (ჯეჯორის მარჯვ. შენაკადი) და ჯეჯორის წყალგამყოფი. ჩრდ-ით იწყება მთა გორმაღალთან (3187 მ) და მთავრდება სამხრ.-დას-ით მთა ველიანთით (2223 მ). აგებულია ქვედაცარცული კირქვებითა და ზედაეოცენური თიხებით, ქვიშაქვებითა და ბრექჩიებით. კალთების ქვედა ნაწილში მთა-ტყის ლანდშაფტია, ზედაში – მთა-მდელოსი (ალპ. და სუბალპ. მდელოები).
გ. დევდარიანი