კუზნეცოვი ივანე გიორგის ძე

კუზნეცოვი ივანე გიორგის ძე [27. VIII (8. IX). 1892, ნალჩიკი, – 9. VI. 1946, მოსკოვი], რუსი გეოლოგი. კავკასიის მკვლევარი. გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1942). 1919 დაამთავრა პეტროგრადის (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) სამთო ინ-ტი. 1939- მდე მუშაობდა გეოლ. კომიტეტში, 1939–46 – სსრკ მეცნიერებათა აკად. გეოლ. ინ-ტში. 1941–44 ცხოვრობდა თბილისში, მონაწილეობდა ადგილ. გეოლ. დაწესებულებების მუშაობაში. მისი უმთავრესი შრომები ეხება კავკ. ტექტონიკისა და მაგმატიზმის საკითხებს. მანვე დააზუსტა კავკასიონის მეზოზოური ფიქლების სერიის სტრატიგრაფიის ძირითადი საკითხები, დაადგინა ძირულის მასივის ფილიტების წყების ადრინდ. კამბრიული ასაკი.

ლიტ.: P е н г а р т е н  В., Памяти Ивана Георгиевича Кузнецова, «Известия АН СССР. Серия геологическая», 1947, №6.

ვ. ჯავრიშვილი