კუკულაძე ჭოლა ვლადიმერის ძე (1.V.1921, ლანჩხუთი, – IX. 1998, სოხუმი), მხატვარი, მოქანდაკე. აფხ. არ-ისა (1969) და საქართვ. დამს. მხატვარი (1971). 1950–56 სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნ. ფაკ-ტზე. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1956-იდან. 1963–68 იყო სოხუმის მთ. მხატვარი, 1969–79 – აფხ. მხატვართა კავშირის თავ-რე. ძირითადი ნამუშევრები: ფერწერა – „პარტიზანთა მდინარეზე გადასვლა“, „გიორგი ლეონიძე და დიმიტრი გულია“, „კონსტანტინე გამსახურდია“, „ნესტორ ლაკობა“, „გალაკტიონ ტაბიძე“, „შოთა რუსთაველი“, „იაკობ გოგებაშვილი“, „ილია ჭავჭავაძე“, „აკაკი წერეთელი“, „ეფრემ ეშბა“; „შინმოუსვლელთა მემორიალი“ სოფ. ჯვარში, პ. ძიგუას ძეგლი ქ. გალში. მონაწილეობდა „საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნების“ (1987, მოსკოვი) გამოფენაში. მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის, მინსკის, სანქტ-პეტერბურგის, შვეიცარიისა და გერმანიის კერძო კოლექციებში.