კულა

კულა

კულა, 1. ღვინის გრძელყელიანი, მრგვალმუცლიანი სასმისი, უმთავრესად დამზადებულია ხისგან (ძელქვა, ბზა, ურთხელი, კაკალი), აგრეთვე აყიროსა (გოგრა) და ლითონისაგან (ვერცხლი, სპილენძი). კ-ის ყელის ხვრელი პირისკენ თანდათანობით ვიწროვდება, ყელთან აქვს პატარა რქა სმისას თითის გამოსადებად. კ. სმის დროს რაკრაკა ხმას გამოსცემს. ხმიანი სასმისი ქართულ სუფრაზე სალაღობოდ იხმარებოდა. ზოგჯერ მოჭედილი იყო ვერცხლის ჭედური ფირფიტებით, აყიროს კ -ს კი წარწერებით, ორნამენტით და გიშრით ამკობდნენ.

2. ქვებით აგებული ოთხკუთხა სვეტი, რ-იც მოხევეთა სახლში დედაბოძის მოვალეობას ასრულებდა.

ლიტ.: გ ა ს ი ტ ა შ ვ ი ლ ი  გ., ხის დამუშავების ხალხური წესები მესხეთ-ჯავახეთში, კრ. მესხეთ-ჯავახეთი, თბ., 1972; ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2011. ხ ა ზ ა რ ა ძ ე  მ., ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, თბ., 1988.

ლ. გაბუნია

ე. ნადირაძე