კულა გლდანელი

კულა გლდანელი

კულა გლდანელი (ივანე ბეროს ძე ყირიმელაშვილი; 1858, სოფ. გლდანი, – 1934, თბილისი), ქართველი ფალავანი. ჭიდაობით გაითქვა სახელი თბილ. უბნებში (ორთაჭალა, ფიქრისგორა, დიდუბე, ჩუღურეთი და სხვ.). არაერთხელ დაამარცხა იმ დროისათვის ცნობილი ფალავნები: რენელი, თიანელი, ღაღაძე, გონგაძე და სხვები. წლების განმავლობაში (ნ. ესებუასთან შეხვედრამდე) კ. გ-ს საქართველოს დაუმარცხებელი ფალავნის სახელი ჰქონდა. იგი ღონიერი, მარდი და მოქნილი ათლეტი იყო, ქართ. ჭიდაობის ნამდვილი ოსტატი. წარმატებით გამოდიოდა სამხრეთ კავკას. და რუს. სხვადასხვა ქალაქში გამართულ ჩემპიონატებში. გამოზარდა არაერთი ცნობილი ფალავანი.

1883 მეგობრების დახმარებით თიანეთში მოაწყო დიდი შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში და შემოსული თანხა მთლიანად ვაჟა-ფშაველას გადასცა, რამაც პოეტს საშუალება მისცა პეტერბურგში წასულიყო სწავლის გასაგრძელებლად. საზოგადოებისა და პრესის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა კ. გ-ისა და ნ. ესებუას პაექრობა, რ-საც ა. წერეთელმა მიუძღვნა პოემა „ჭიდაობა“ (1888). 1925 ქართველმა საზ-ბამ კ. გ-ს იუბილე გადაუხადა.

ლიტ.: ბ ა რ ნ ო ვ ი  ა., ჭიდაობა ძველ თბილისში, თბ., 1967; გ ე გ ე ნ ა ვ ა დ., ორი ფალავანი, თბ., 1967.

ლ. აბაშიძე