კულაკთაუ, კლდოვანი მწვერვალი ცენტრალური კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ტვიბერისა და კითლოდის უღელტეხილებს შორის. სიმაღლე 4143 მ. აგებულია პალეოზური კრისტ. ფიქლებითა და გრანიტოიდებით. კალთების ძირას იწყება მყინვარები. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.
გ. დევდარიანი