კულუმბურები

კულუმბურები

კულუმბურები (Coccothraustes), ფრინველების ჯგუფი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 18–23 სმ. აქვთ მოკლე, მსხვილი და ძლიერი ნისკარტი. აერთიანებს 4 გვარის 9 სახეობას.

საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ჩვეულებრივი კ. (C. coccothraustes). ბუდეს იკეთებს ხეზე, ტყესა და ბაღში. იკვებება მცენარეულობით (შინდი, ალუბალი, ბალი და სხვ). დებს 4–7 კვერცხს. 14 დღეში იჩეკებიან ბარტყები, რ-ებსაც თავდაპირველად კვებავენ მწერებით, შემდეგ – მცენარეთა თესლით.

მ. კუტუბიძე