კუპატაძე ქეთევან ტრისტანის ასული (დ. 9. II. 1971, თბილისი), ქიმიკოსი. პედ. მეცნ. დოქტორი (2003), პროფესორი (2005). დაამთავრა ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. უნ-ტის (ახლანდ. ილიას სახელმწ. უნ-ტი) ქიმია-ბიოლ. ფაკ-ტი (1993) და იქვე დაიწყო მუშაობა (1999–2007).
კ-ის სამეცნ. ინტერესების სფეროა გარემოს და ეკოლ. ქიმია, თეორ. ქიმია, ქიმ. დიდაქტიკა ქიმ. ისტორია. სამეცნ. ნაშრომების, 2 ვირტუალური პროგრამისა და 4 მონოგრაფიის ავტორი. ეწევა პედ. მოღვაწეობას ილიას სახელმწ. უნ-ტში (2007-იდან პროფესორი).
არის „European Training Foundation“-ის მეცნ. პოპულარიზაციის ელჩი (2022); ჟურნ-ების „Journal Tchê Química“-ისა (2017-იდან) და „SCIREA Journal of Chemistry“-ის რედკოლეგიის წევრი (2019-იდან); „Southern Brazilian Journal of Science“- ის მეორე რედაქტორი (2022- იდან).
მიღებული აქვს მოლდოვის მეცნ. აკად. სპეც. მედალი ქიმიის პოპულარიზაციისთვის (2017). NATO-ს მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ სტატიაში დასახელდა სამ გამორჩეულ მეცნ. ქალთა შორის (2022).
თხზ.: Surface water chemical composition monitoring in Several villages: Case study of Khakheti Region, Georgia. Handbook of Research on Water Science and Society (26-ე თავის ავტორი), IGI Global Publishing House, (2022); Regarding One Efficient Method of Disseminating Information for Chemistry Teaching (One Example of Environmental Chemistry). Orbital: The Electronic Journal of Chemistry; (2021) №13 .