კუპრაშვილი შოთა ლავრენტის ძე (14.XI.1919, თბილისი, – 12.XII.1995, იქვე), მხატვარ-გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1967). 1940–46 სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში. 1947-იდან იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას ხატვის კათედრაზე (1976-იდან – პროფესორი). აღზარდა ქართველ მხატვარ-გრაფიკოსთა მრავალი თაობა. 1946-იდან მონაწილეობდა რესპ., საკავშ. და საერთაშ. სამხატვრო გამოფენებში. კ-ის შემოქმედება მოიცავს გრაფიკის ყველა სახეობას – დაზგურს, წიგნის, გამოყენებით გრაფიკას, პლაკატს. იყო ქართ. შრიფტის გარნიტურების ავტორი. განსაკუთრებულია 1965 შესრულებული მხატვრული შრიფტი „თბილისის მეტროპოლიტენი“. 1975 შექმნა სატიტულო შრიფტები გამომცემლობებისთვის. მისი ნამუშევრები ინახება საქართვ. ეროვნ. მუზეუმში, დ. შევარდნაძის სახ. სამხატვრო გალერეაში, კერძო კოლექციებში.
ლიტ.: კიკნაძე ნ., შოთა კუპრაშვილი. ალბომი. თბ., 1999; Беридзе В., Езерская Н., Искусство Советской Грузии. 1921–1970, М.,1975.
მ. გაჩეჩილაძე