კურდანაი

კურდანაი, X ს. ქართველი ჰიმნოგრაფი, მესხეთის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი. 70-იანი წლებიდან მოღვაწეობდა საზღვარგარეთ, სინას მთაზე. ჩვენამდე მოღწეულია კ-ს ერთადერთი აკროსტიქული საგალობელი (კიდურწერილობა „თავნი იტყჳნ კორდანაჲ“), რ-იც შესულია მიქაელ მოდრეკილის „იადგარში“ (978–988).

თხზ.: [წიგნში] ინგორიყვა პ., ქართული სასულიერო პოეზია, წგ. 1 – ტექსტები. VIII–X სს. ტფ. 1913.

ლიტ.: ინგოროყვა პ., თხზ. კრ. შვიდ ტომად, ტ. 3, თბ., 1965; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; სულავა ნ., კურდანაი, „საქართველოს საპატრიარქო“, 2001; ჯღამაია ლ., მეათე საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფები (ეზრა, კურდანაჲ), «მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია», 1973, №4.

ლ. ჯღამაია