კურთხევანი

კურთხევანი, ქართული ლიტურგიკული კრებული, რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა ლოცვათა ან კურთხევათა მეშვეობით განწმენდის წესები. კ-ის მიხედვით სრულდება ნ ათლობა, საეკლ. ქორწინება, მიცვალებულის წესის აგება დ ა სხვ. რიტუალები. მისი უძველესი რედაქცია ჩვენამდე X ს. ნუსხითაა მოღწეული (ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი, sin–66). X ს. ახ. შემოკლებული რედაქციის შექმნას ექვთიმე მთაწმიდელის სახელს უკავშირებენ. XI ს-ში გიორგი მთაწმიდელმა, იმდროინდელი ლიტურგიკულ-საღვთისმსახურო მოთხოვნების შესაბამისად, თარგმნა კ-ის ახალი, უფრო ვრცელი რედაქცია (ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი, sin–73), რ-მაც რუის-ურბნისის საეკლ. კრების (1103) გადაწყვეტილებით კანონიკური უფლება მიიღო.

ლიტ.: დიდნი კურთხევანნი II, ე. ჭელიძის გამოც; თბ., 2002; დიდი კურთხევანი II, ე. ჭელიძის გამოც., თბ., 2006 [ნუსხურად]. კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; კოჭლამაზაშვილი ე., დიდი სინური კურთხევანის რედაქციული თავისებურებანი, თბ., 2002; Кекелидзе К., Иерусалимский канонарь VII века (грузинская версия), Тфл., 1912.

ლ. ჯღამაია