დულუზაურები

დულუზაურები, სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტის არტნის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), თიანეთის ქვაბულში, მდ. ივრის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1180 მ, თიანეთიდან 7 კმ. 101 მცხ. (2002). სოფლის განაპირას, მაღალ კლდოვან ქედზე, მდებარეობს გალავნით გარშემორტყმული განვითარებული შუა საუკ. ხუროთმოძღვრული კომპლექსი.

ნაგებობათაგან აღსანიშნავია კვირიას დარბაზული ეკლესია. ეკლესიისათვის სამხრ-იდან და დას-იდან მოგვიანებით კარიბჭეები მიუშენებიათ. ეკლესიის გარშემო აკლდამებია. იქვეა კლდის ქვითა და დუღაბით ნაგები კოშკი. ქედის ცენტრ. ნაწილში საცხოვრ. ნაგებობის ნანგრევებია. შემორჩენილია წყალსადენის ტრასა. ეკლესიასთან, ხეზე ჩამოკიდებულ პარკუჭში, ნაპოვნია ავგუსტუსის დინარი, რაც მიუთითებს აქ მისი თანადროული სამარხის არსებობაზე.

ლიტ.: ლ ო მ თ ა თ ი ძ ე  გ., არქეოლოგიური კვლევა-ძიება ალგეთისა და ივრის ხეობებში, თბ., 1989; რ ა მ ი შ ვ ი ლ ი  რ., ჯ ო რ ბ ე ნ ა ძ ე ბ., ერწო-თიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სადაზვერვო მუშაობის შედეგები, «მაცნე ». ისტ., არქეოლ., ეთნ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1978, №1; ჯ ო რ ბ ე ნ ა ძ ე  ბ., ივრის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, წგ. 4 – ერწო-თიანეთი შუა საუკუნეებში, თბ., 1982.

რ. რამიშვილი

ბ. ჯორბენაძე