კურტანიძე ლუკა (ელდარ) ნოდარის ძე

ლ. კურტანიძე 

კურტანიძე ლუკა (ელდარ) ნოდარის ძე (დ. 16. IV. 1972, ქვემო ფშაფი, გულრიფშის მუნიციპალიტეტი), სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). ოლიმპიური თამაშების ორგზის მესამე პრიზიორი (ატლანტა, 1996; სიდნეი, 2000); მსოფლიოს ორგზის (2002– 03) და ევროპის ხუთგზის (1996– 98, 2001, 2005) ჩემპიონი, სამგზის მეორე (1993, 1995, 2002) და მესამე (1999) პრიზიორი. მსოფლიოს ჩემპიონატების მეორე (1995) და მესამე (1999) პრიზიორი. ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1992). ლაიფციგის საერთაშ. ტურნირის გრან-პრის მფლობელი. მრავალი საერთაშ. ტურნირის გამარჯვებული.

დაამთავრა თსუ-ის ფოთის ფილიალი (1996). საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი (2012–14). საქართველოს შსს აკადემიის პრორექტორი (2012–15). საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი (2015–16). საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1996, 2002–03). დაჯილდოებულია ღირსების (2000), ვახტანგ გორგასლის II (1997) და III (2000) ხარისხის ორდენებით; მიღებული აქვს სპორტის რაინდის წოდება (2002).