კურტანიძე კობა ბეჟანის ძე

კ. კურტანიძე

კურტანიძე კობა ბეჟანის ძე (13. X. 1963, სოფ. რიეთი, გორის მუნიციპალიტეტი, – 6. XII. 2005, გორი), სპორტსმენი (ძიუდო). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1991). მსოფლიო ჩემპიონი (1989), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1987, 1989) და მესამე პრიზიორი (1990). სსრკ ხალხთა IX და X სპარტაკიადების ჩემპიონი (1986, 1991). სსრკ შვიდგზის ჩემპიონი (1985–91). სტუდენტთა შორის მსოფლიო ჩემპიონი (1988) და მესამე პრიზიორი (1984). ახალგაზრდული უნივერსიადის გამარჯვებული (1985). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.