კუს ტბა

კუს ტბა

კუს ტბა, ქორქის ტბა, ტბა თბილისში, მთაწმინდის ქედის ჩრდ. კალთაზე, ზ. დ. 687 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართ. – 0,034 კმ2, წყალშემკრები აუზისა – 0,4 კმ2, სიგრძე –180 მ, სიგანე – 50 მ, საშ. სიღრმე – 1,7 მ, უდიდესი – 2,6 მ. საზრდოობს ძირითადად წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. ზამთრობით ჩნდება ყინულნაპირისი. კ. ტ. გაუდინარია და თევზით ღარიბი. ტბამდე მიყვანილია საავტ. გზა და ბაგირგზა (ი. ჭავჭავაძის პროსპექტიდან), მიდამოები კეთილმოწყობილია. შექმნილია ქალაქში პოპულარული დასვენების ზონა – კაფე, რესტორანი, სპორტ. მოედნები. ტბიდან იშლება ქალაქის დიდი ნაწილის ხედი. მახლობლადაა ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ.