დუმალა

დუმალა, მდინარე დას. საქართველოში, იმერეთის მაღლობზე, ძირულის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 38 კმ, აუზის ფართ. 124 კმ².

სათავეს იღებს ჭიათურის პლატოზე, სოფ. კორბოულის მიდამოებში. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და გრუნტის წყლით.

წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზაფხულსა და ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 2,70 მ³/წმ .

თ. კიკილაშვილი