ახალდაბა

ახალდაბა, სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტის აღდგომლიანთკარის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), ნარეკვავის (არაგვის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 900 მ, მცხეთიდან 22 კმ. 32 მცხ. (2014).

სოფლის ჩრდ.-აღმ-ით, შემაღლებულ ადგილას, დგას გვიანდ. შუა საუკ. წმ. გიორგის ეკლესია, ნაგები რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია.