ახალშენი

ახალშენი, სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), მდ. დასავლეთის გუმისთის მარცხ. ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ა., აძიბჟარა, გუმა, მთისკალთა, ოჭუბურე, სათავე, შუბარა, ცუმური). ზ. დ. 470 მ, სოხუმიდან 23 კმ. სოფლის მახლობლადაა ახალშენის მღვიმე. 3)ახალშენი, სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხიდისთავის თემში (გურიის რეგიონი), სუფსის დაბლობზე, მდ. გუბაზეულის მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 130 მ, ჩოხატაურიდან 5 კმ, საჯავახოდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 6 კმ. 391 მცხ. (2014).