კასრაძე ჯემალ მიხეილის ძე (დ. 27. 1.1945, ქ. ცხინვალი), ფოტოხელოვანი, საქართვ. დამს. ჟურნალისტი (2018). 1975 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი ჟურნალისტიკის განხრით. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა სპორტულ ჟურნალსა და გაზეთებთან - ,,მართვე“, ,ლელო" „საქართველოს პარლამენტი“, „დილის გაზეთი“. საქართველოს რესპუბლიკა“, ,,დრონი". პარალელურად მუშაობდა საქართვ. პარლამენტში. მის ფოტო-კოლექციაში ინახება კადრები, რომლებიც მოიცავს ეროვნული მოძრაობის პერიოდს, მნიშვნელოვან სპორტულ, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებს. ,,ეროვნულ ფოტომატიანეს" ციფრულ არქივში კ-ის 7.000-მდე ფოტო ინახება.
კ. ავტორია წიგნებისა: ,,ჩიტებით სავსე ყუთი" (2006); ,,ვაჟა კაჭარავას ბიოგრაფია" (2011); ,,ჩემი დროის ადამიანები"(2011). ჰქონდა რამდენიმე პერსონალური ფოტო- გამოფენა (1999, 2012, 2014). არის ალ. როინაშვილისა (2014) და ი. მაჩაბლის (2019) პრემიების ლაურეატი.
2019 საქართვ. მწერალთა შემოქმედებითიო კავშირის მიერ ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის მიენიჭა ,,ღვაწლმოსილის" წოდება.
თ. დოლიძე