გაგიდა, სოფელი გალის მუნიციპალიტეტის განახლების თემში (აფხაზეთის არ), შავი ზღვის ნაპირას, სამურზაყანოს დაბლობზე, მდ. გაგიდის მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 5 მ, გალიდან 30 კმ.
სოფელი აღნიშნულია იტალ. მისიონერის არქანჯელო ლამბერტის მიერ 1654 შედგენილ რუკაზე, ამ დროს იგი ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროში შედიოდა, XVIII ს. დასაწყისიდან შევიდა სამურზაყანოში.
გ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიზეა.