„გეორგიკა“ („Georgica“), თბილისისა და იენის (გერმანია) უნივერსიტეტების ერთობლივი ყოველწლიური გამოცემა. 1978–89 წლებში გამოდიოდა იენაში (დაიბეჭდა 12 ნაკვეთი), მე-13–14 გაერთიანებული ნაკვეთი დაიბეჭდა კონსტანცში (გერმანია). ამ ნომრიდან „გ.“ გამოდის როგორც ოთხი უნ-ტის (თბილისი, იენა, ზაარბრიუკენი, კონსტანცია) ერთობლივი ორგანო. რედაქტორები – ჰ. ფენრიხი (იენა), შ. ძიძიგური (თბილისი), მე-9 ნაკვეთიდან – მ. ლორთქიფანიძე (თბილისი). „გ.“ ფართო პროფილის ქართველოლოგიური და კავკასიოლოგიური გამოცემაა, სადაც ქვეყნდება როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორების გამოკვლევები ენათმეცნ., ლიტერატურათმცოდნეობის, ფილოს., ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. საკითხებზე. აქვს კრიტ. ბიბლიოგრაფიული განყ-ბაც.
გ. თოფურია