გვანდრა

გვანდრა, მდინარე გულრიფშის მუნიციპ-ში, კოდორის ერთ-ერთი სათავე. სიგრძე 26 კმ, აუზის ფართ. 204 კმ². სათავე აქვს მწვ. გვანდრის (აფხ. კავკასიონი) სამხრ. კალთაზე, 2370 მ სიმაღლეზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულში, წყალმცირეა ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 19,8 მ³/წმ.