გეზევცეკი

გეზევცეკი, უღელტეხილი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ. რიონის სათავეებში, ფასის მთის აღმ-ით. ზ. დ. 3452 მ. გ-ის კალთები აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. დაფარულია მარადი თოვლ-ყინულით. მდ. რიონის ხეობას (ზემო რაჭა) აკავშირებს ჩერეკის ხეობასთან (ყაბ.-ბალყარეთი). მიმოსვლა ივნ. – სექტემბერში.

დ. უკლება