გავაზი

გავაზი (ყოფ. ახალი გავაზი), სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში (კახეთის რეგიონი), ალაზნის ვაკეზე, მდ. ალაზნის მარცხ. მხარეს. სათავო სოფელი. ზ. დ. 250 მ, ყვარლიდან 16 კმ, მუკუზნიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 18 კმ. 2,9 ათ. მცხ. (2014).