გერმანე

გერმანე, XVII ს. შუა წლების ქართველი საეკლესიო მოღვაწე, დიპლომატი, მოგზაური. XVII ს. 30-იან წლებში დაადგინეს ხობის ეპარქიის მიტროპოლიტად, 40-იანი წლების დასაწყისში გაემგზავრა ბალკანეთში ყირიმის სახანოს წინააღმდეგ კოალიციის მოსაწყობად. შემდეგ თავისი გეგმა მან მოსკოვში რუს. სახელმწიფო კარს გააცნო. ხელმწიფე ალექსი მიხეილის ძემ გ-ს სამგზავრო სიგელი უბოძა და დასაჩუქრებული 1648 სამშობლოში გამოისტუმრა.

ლიტ.: სიხარულძე ფ., მოსკოვის ქართული ახალშენის ისტორიიდან, თბ., 1991.

ფ. სიხარულიძე