დუმაცხო

დაუმაცხო, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), მთიულეთის ქედის აღმ. კალთაზე, გუდამაყრის ხეობაში. ზ. დ. 1600 მ, დუშეთიდან 60 კმ. 21 მცხ. (2002).

ი. გიულდენშტედტი (1772) დ-ს იხსენიებს გუდამაყრის სოფლებთან. სოფლის თავში მდებარეობს ადრინდ. შუა საუკ. ნასოფლარი, გვიანდ. ხანაში აქ მშრალად ნაწყობი კლდის ქვით აუშენებიათ ზეგარდის წმ. გიორგის საქვაბე – თუნუქით გადახურული, საშ. სიდიდის, გეგმით ოთხკუთხა ნაგებობა. ძვ. ნასოფლარის შენობები ნაგებია მსხვილი ლოდებით, მშრალი წყობით, არის როგორც ტერასული, ისე ციხე-სახლები. შემორჩენილია დიდი მოცულობის დარბაზი და ზურგიანი კოშკის ნაშთი.

ნასოფლარის აღმ-ით, ბურსაჭირისაკენ მიმავალ გზაზე, დაახლ. 400 მ დაცილებით, ზურგიანი კოშკის ნანგრევებია. ზურგიანი კოშკის ნაშთია აგრეთვე ნასოფლარის ჩრდ.-დას-ით, დაახლ. 500 მ-ზე. დ-ს ჩრდ.-დას-ით, 1,5 კმ დაშორებით, მდებარეობს გვიანდ. შუა საუკ. ზეგარდის წმ. გიორგის ეკლესია.

დარბაზული ტიპის, გეგმით ოთხკუთხა უაფსიდო ნაგებობას აღმ. კედელში ვიწრო სარკმელი აქვს დატანებული. ეკლესიის შესასვლელი სამხრ-იდანაა. შიგნით და გარედან შელესილია.

ჯ. გვასალია

ი. წიკლაური