„განთიადი“, ავეჯის დამამზადებელი საწარმო. საავეჯო კომბინატი დაარსდა 1954 თბილისში, ხოლო 1976 მის ბაზაზე შეიქმნა საქართვ. რესპ. მრეწვ. სამინისტროს სააქციო საზ-ბა „ქართული ავეჯის“ თბილისის საავეჯო საწარმოო გაერთიანება, რ-შიც შევიდა თბილ. საავეჯო კომბინატი (სათავო საწარმო), № 2 და № 3 საავეჯო ფ-კები. გაერთიანება ამზადებდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების კორპუსულ, ცხაურულ და რბილ ავეჯს. 1997-იდან „გ.“ სააქციო საზ-ბად ჩამოყალიბდა. XX ს. 90-იანი წლებიდან ავეჯის წარმოების ბაზარზე მსხვილი საწარმოები თანდათანობით ჩაანაცვლა მცირე მეწარმეებმა, რის შედეგადაც „გ-ის“ საავეჯო საქმიანობა შემცირდა და შემდგომ კი ავეჯის წარმოება შეწყვიტა. 2001 რეორგანიზაციის შედეგად მას გამოეყო ავეჯის მწარმოებელი სააქციო საზ-ბა „ორბელი-91“. ამჟამად „გ-ის“ ტერიტორიაზე განთავსებულია ავეჯის მასალების დამმუშავებელი და ავეჯის დამამზადებელი სხვადასხვა საწარმო.
ჭ. ადეიშვილი
მ. თოქმაზიშვილი