„განთიადი“

„განთიადი“, საქართვ. ნებაყოფლობითი სპორტული საზოგადოება (1958 – 87). მასში შედიოდა 591 ფიზკულტ. კოლექტივი. „გ-ში“ აღიზარდნენ ლ. თედიაშვილი, დ. შანიძე, თ. მატოიანი, ნ. დრონოვა, ნ. იოსელიანი, ი. გერასიმოვა, ი. ომელჩენკო, ლ. ცოტაძე, ს. შალიბაშვილი და სხვ. 1987 „გ.“ გაერთიანდა პროფკავშირების ნებაყოფლობით კულტ. სპორტულ საზ-ბაში.