„განთიადი“

„განთიადი“, ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი (1990-იდან). საქართვ. მწერალთა კავშირის ქუთაისის განყ-ბის ორგანო. გამოდის ქუთაისში. 1975–89 იყო ორთვიური ლიტერატურული ალმანახი. სხვადასხვა დროს რედაქტორები იყვნენ: გ. ფანჯიკიძე (1975–77), კ. ლორთქიფანიძე (1977–87), რ. ჭეიშვილი (1987–92), ა. ყურაშვილი (1992-იდან). ალმანახის ფურცლებზე გამოქვეყნდა თანამედროვე ქართ. ლიტ-რის საუკეთესო ნიმუშები, აგრეთვე კრიტიკისა და ლიტერატურათმცოდნეობის მნიშვნელოვანი ნაშრომები, საზღვარგარეთის ლიტ-რის ნიმუშების თარგმანები, დაისვა მეცნ. და კულტ. პრობლემები. ხელს უწყობს მწერლობის ახ. ძალების გამოვლენას, აქვს აგრეთვე პუბლიცისტიკის, პოლემიკის, დიალოგის, მრგვალი მაგიდის, ხელოვნებისა და სხვ. რუბრიკები. დღეისათვის „განთიადი“ 128 წლის ისტორიის მქონე ბეჭდვითი ჟურნალია და მისი ანალოგი მსოფლიო მასშტაბით იშვიათად თუ მოიძებნება.

რ. კვერენჩხილაძე