განთიადი

განთიადი, სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში (გურიის რეგიონი), გურიის სერის სამხრ. კალთაზე, მდ. ხევისწყლის (რიონის მარცხ. შენაკადი) ზემო წელში. ზემო ხეთის თემის ცენტრი (სოფლები: გ., გოგოური, თხილაგანი). ზ. დ. 300 მ, ჩოხატაურიდან 19 კმ. 130 მცხ. (2014). სოფლის ძვ. სახელია კვირიკე.