განთიადი

განთიადი, სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კონჭკათის თემში (გურიის რეგიონი), ნასაკირალის სერის ჩრდ. კალთაზე, მდ. სუფსის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 100 მ, ოზურგეთიდან 16 კმ. 373 მცხ. (2014). გ-ს ადრე ჭანიეთური ერქვა. შემორჩენილია განვითარებული ფეოდ. ხანის ეკლესია.