გველისმთა

გველისმთა, მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში კახეთის კავკასიონზე, მდ. წიფლოვანისწყლის (ალაზნის აუზი) სათავეში. სიმაღლე 3089 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. სამხრ. კალთა ციცაბოა, სხვა კალთები – დამრეცი. შემოსილია ალპ. მდელოებით.