არსენი

არსენი, XIII ს. 30–40-იანი წწ. საქართველოს პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი და კათოლიკოსი. მეფე რუსუდანმა XIII ს. 40-იანი წლების დასაწყისში ბათო ყაენთან (ოქროს ურდოში) გაგზავნა დიპლ. მისიით ქართველ-მონღოლთა ურთიერთობის მოსაგვარებლად. XIII ს. 40-იან წლებში შიომღვიმის მონასტერში შედგა ბერად. შემორჩენილია მის მიერ გაცემული წყალობის საბუთი.

წყარო: დაწერილი არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესისა მგელა აბულახტარისძისადმი, წგ.: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ. 1, თბ., 1984; დაწერილი გრიგოლ სურამელისა მღვიმისადმი, იქვე.