კომანდელი, სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ონის მუნიციპალიტეტში, მდ-ების ‒ რიონისა და ჯეჯორის შესართავთან. თემის ცენტრი (სოფლები: კ., სომიწო, სხიერი, ქორთა, ქრისტესი, ხირხონისი). ზ.დ. 880 მ, ონიდან 2 კმ. 55 მცხ. (2014).
კ. წერილობით წყაროებში პირველად ა. გიულდენშტედტთანაა დამოწმებული. ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) რამდენიმე რუკაზე სოფელი გამყრელიძის სახელწოდებითაა დატანილი. კ-ში შემორჩენილია ფეოდ. ხანის ძალზე დაზიანებული ციხის ნანგრევები, რ-იც გამყრელიძეთა ციხე-დარბაზის ნაშთს წარმოადგენს.
თ. ბერაძე