„გრდემლი“

„გრდემლი“, ლიტერატურული სურათებიანი ჟურნალი. გამოდიოდა 1923 თბილისში ორ კვირაში ერთხელ. გამომცემელი – საქ. კპ (ბ) ცკ და საქართვ. პროფკავშირთა საბჭო. გამოიცა 7 ნომერი. იბეჭდებოდა ორიგინ. და თარგმნილი მხატვრული ნაწარმოებები, წერილები სოციალ. მშენებლობაზე, კრიტიკა, ბიბლიოგრაფია და სხვ. თანამშრომლობდნენ მწერლები: დ. კლდიაშვილი, ს. ჩიქოვანი, ა. მაშაშვილი, შ. კარმელი, ი. ვაკელი, პ. სამსონიძე. რედაქტორი – პ. საყვარელიძე.

ი. ლორთქიფანიძე