გორმაღალი, მთა ქართლის ქედზე, მდინარეებს შარახევსა (ფშავის არაგვის მარცხ. შენაკადი) და ვერხველს (ქუსნოს ზემო დინება) შორის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. სიმაღლე ზ. დ. 1983 მ. აგებულია ცარცული კირქვებით, მერგელებითა და ქვიშაქვებით. კალთები დამრეცია, შემოსილია მეორეული სუბალპ. ბალახეულობით.
ს. ნემანიშვილი