გოგუა ვასილ ბარნაბის ძე (18. II. 1908, სოფ. ჯურუყვეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 25. V. 1967, თბილისი), საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავ-რე (1948–52). საქართვ. დამს. ინჟინერი. 1932 დაამთავრა საქართვ. სამთო-საინჟინრო ინ-ტი. 1932–36 მუშაობდა ზაჰესის მე-2 და ტყვარჩელის თბოელექტროსადგურების მშენებლობებზე, 1936–67 – სხვადასხვა საპასუხისმგებლო პარტიულ და სამეურნეო თანამდებობაზე. იყო სსრკ II–III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
მ. კოჯელაშვილი