დოლიძე ზია კადირის ძე (დ. 20. IX. 1937, ბათუმი), შორეული ნაოსნობის კაპიტანი (1972). დაამთავრა ბათუმის საზღვაო სასწავლებელი შორეული ნაოსნობის შტურმანის სპეციალობით (1964) და ნოვოროსიისკის საზღვაო ინ-ტის ინჟინერ-გემთწამყვანის ფაკ-ტი (1980). მუშაობა დაიწყო შავი ზღვის სანაოსნოს (ოდესა) მეზღვაურად. წვრთნები გაიარა ცნობილი კაპიტნის ა. კაჭარავას ხელმძღვანელობით. 1965–72 მუშაობდა შორეული ნაოსნობის კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწედ. იყო სხვადასხვა ტანკერის, მ. შ. „ანაპის" კაპიტანი. 1968-იდან ბათუმის სანაოსნოშია. გადაჰქონდა თხევადი საწვავი ანტარქტიდასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 1997–2004 იყო საქართვ. საზღვ. ადმინისტრაციაში სამაშველო-საკორდინაციო ცენტრის სამმართველოს უფროსი.