დოლიძე დიმიტრი ევსევის ძე [5(18). IX. 1908, სოფ. ასკანა, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 1. VI. 1976, თბილისი], ინჟინერი სამშენებლო კონსტრუქციების დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1961), პროფესორი (1962), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1967). დაამ- თავრა საქართვ. საინჟ.-სამშ. ინ-ტი (1931) და იქვე დაიწყო მუშაობა. 1938-იდან გარდაცვალებამდე იყო საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამშ. კონსტრუქციების კათედრის გამგე. მისი სამეცნ. შრომები ეხება სამშ. კონსტრუქციების გაანგარიშებისა და დაპროექტების საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ხის კონსტრუქციები (სახელმძღვანელო), ნაწ. 1, თბ., 1957 (თანაავტ. ი. ბერიშვილი); ნაგებობათა გამოცდა (სახელმძღვანელო), თბ., 1962; ხისა და სინთეზური მასალების კონსტრუქციები (სახელმძღვანელო), ნაწ. 2, თბ., 1971; Строительные свойства бамбука и его использование в строительных конструкциях, Тб., 1959; Испытание конструкций и сооружений, М., 1975.
ზ. წილოსანი