დვალი ლევან გრიგოლის ძე (9. V. 1927, თბილისი, – 30. I. 1983, იქვე), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1967). 1949 დაამთავრა თბილისის სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1951–52 იყო მოსკოვის I სახელმწ. სამედ. ინ-ტის ფაკულტატური ქირურგ. კათედრის თანამშრომელი. 1952– 56 მუშაობდა მოსკოვის II, ხოლო 1957–58 – მოსკოვის I კლინ. საავადმყოფოს ქირურგ. განყოფილებაში. 1958–61 იყო საქართვ. ექსპერ. და კლინ. ქირურგიის კვლ. ინ-ტის უფრ. მეცნ. მუშაკი, 1961–67 – თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის ჰოსპიტალური ქირურგ. კათედრის დოცენტი, ხოლო 1967–83 – ზოგადი ქირურგ. კათედრის პროფესორი. 1970-იდან იყო თბილისის მთ. ქირურგი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა თბილ. ქირურგთა საზ-ბის მუშაობაში. დ-ის სამეცნ. შრომები ეხება ქირურგიის აქტუალურ საკითხებს. დ. მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 5 მონოგრაფიის ავტორია.
თხზ.: Особенности ухода за лёгочными больными до и после операции, Тб., 1959; К вопросу о лечении вентральных грыж передней брюшной стенки аллопластическим материалом (капрон), Тб., 1960; Диафрагмальные грыжи, Тб., 1966; Грыжи пищеводного отверстия диафрагмы, Тб., 1974; Особеннოсти язвенной болезни желудка и двенадцатиперстной кишки у лиц пожилого и старческого возраста, Тб., 1978.